თანამდებობის პირისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით გამომძიებელი დააკავეს

“პრაიმტაიმის” ინფორმაცით, პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ალეკო ლიპარტელიანი დააკავა. მას ბრალად ერთ-ერთი თანამდებობის პირისთვის ქრთამის მიცემა ედება.

როგორც გამოცემა,წერს ლიპარტელიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირის გათავისუფლების სანაცვლოდ თანამდებობის პირს დიდი ოდენობით ქრთამს სთავაზობდა.საუბარია ფინანსური დანაშაულისთვის ციხეში მყოფ პირზე, რომელსაც ლიპარტელიანმა საკუთარი გავლენების გამოყენებით დახმარება აღუთქვა.სწორედ ამ მიზნით ის დაუკავშირდა თანამდებობის პირს, რომელსაც ზემოხსენებული პირის გათავისუფლებაში დახმარების სანაცვლოდ 100 ათასამდე ლარი შესთავაზა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ადასუტრებს:

“საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, ქრთამის მიცემის ფაქტზე, დაკავებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ა.ლ.გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ლ. შუამავლის მეშვეობით, ერთ-ერთი ბრალდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, ქრთამს სთავაზობდა ერთ-ერთ თანამდებობის პირს”.- აცხადებს პროკურატურა.