თანამშრომლობის სურვილით პროკურატურას ფარულ ჩანაწერებს გადავცემთ – TV პირველი

“თანამშრომლობის სურვილით პროკურატურას ფარულ ჩანაწერებს გადავცემთ” – აცხადებს, TV პირველის იურისტი და არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. მისი თქმით, ტელევიზიაში პროკურატურა, 13 სექტემბერს გავრცელებულ ფარული ჩანაწერებთან დაკავშირებით მათი ნებით შევიდა.

“შესაბამისად, დღეს ხორციელდება შემოსული შეტყობინებიდან გამომდინარე კომპიუტერის დათვალიერება, საიდანაც გამოძიება დარწმუნდება რომ სწორედ შეტყობინების გამოგზავნით მოხდა ამ ფაილების გაცნობა. მითითებულია კონკრეტული გამომგზავნი, ასევე, საათი და წუთი, თუ როდის მოხდა ამ შეტყობინების მიღება. გარდა ამისა, ჩატარდება მეორე საგამოძიებო მოქმედება. კერძოდ, ჩვენ გადავცემთ გამოძიებას სწორედ იმ ფაილებს, რომლებიც იმ მითითებულ საიტზე იყო განთავსებული”, – ამბობს იურისტი.