თანახმა ვარ მოსმენაზე, მაგრამ არ ვარ თანახმა გამოქვეყნებაზე – მეუფე ნიკოლოზი

“თანახმა ვარ მოსმენაზე, მაგრამ არ ვარ თანახმა ამის გამოქვეყნებაზე”- ასე ეხმაურება, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი, “მთავარი არხის” მიერ გასაჯაროებულ ჩანაწერებს. როგორც მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, წინა ხელისუფლების დროს ის გააფრთხილეს რომ მისი სატელეფონო საუბრები მოისმინეობდა რაზეც თანხმობა განაცხადა,  თუმცა იმ პირობით რომ ეს ჩანაწერები არ გასაჯაროვდებოდა.

”სააკაშვილის ხელისუფლების დროს მე დამიკავშირდა  უშშროების სამსახური და მითხრეს, რომ აპირებდნენ ჩემს ჩაწერას, სულ რომ ისმინებოდეს ჩემი ტელეფონი. მე ვუთხარი, რომ თანახმა ვარ, თანახმა ვარ იმაზე, რომ პროფესიონალები გვისმენდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ეს ჩემი საუბრები, პირადი ჩანაწერები, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები წინ არ უნდა დამხვდეს არასდროს, იმიტომ, რომ ჩემზე კიდევ ბევრი ადამიანის ბედ-იღბალია დამოკიდებული. მე ეს პირობა მომცეს და მეც დავთანხმდი. ამის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, აღარვინ დამკავშრებია. მე ჩავთვალე, რომ ეს შეთანხმება მაინც ძალაშია. თანახმა ვარ მოსმენაზე, მაგრამ არ ვარ თანახმა ამის გამოქვეყნებაზე, რადგან, ეს არის კრიმინალური დანაშაული” – აცხადებს მეუფე  ნიკოლოზი.