თაღლითობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, მათ შორის შსს-ს ერთი თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავა, მათ შორის შსს-ს ერთი თანამშრომელი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას.

დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს”,- აცხადებს შსს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.