“ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში გაწევრიანებაზე, მაგრამ პირველი შეხვედრა უკვე შედგა. თბილისისთვის კარი ღიაა, ახლა ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე. დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს ამ სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე, რომელმაც ახლახან დაიწყო ჩამოყალიბება”,

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა.