თბილისის მერია შარშან ნაყიდი ნაძვის ხის გადაკეთებაში 196 ათას ლარს დახარჯავს

თბილისის მერია წინა წელს ნაყიდი მთავარი საახალწლო ნაძვის ხის გაფორმებაში, ტოტების და წიწვების გადაკეთებაში წელს 195 800 ლარს დახარჯავს. გამარტივებული შესყიდვა 2020 წლის 28 ოქტომბრით თარიღდება, ხოლო მომწოდებელიაშპს ღამის შოუ სტუდია.

103 850 ლარი ტოტებისა და წიწვების გადაკეთებისთვის არის გაწერილი, ხოლო 70 950 ლარი 70-ნათურიანი გირლანდისთვის. ამასთან, 21 000 ლარი ჯდება 10-მეტრიანი სტრინგი კაბელით

კომპანიამ მერიას უნდა მიაწოდოს შემდეგი მოწყობილობები და მომსახურება:

  • არსებული ნაძვის ხის ტოტების (83 ცალი) გადაკეთებას ახალ ზომებზე.
  • ახალი 139 ცალი ტოტის დამზადებას (ღერძი – რკინის მილი 25 მმ დიამეტრის. განშტოება 8მმ დიამეტრის რკინა. შეფუთული არსებული ხელოვნური წიწვის იდენტური ახალი ხელოვნური წიწვით და ერთ ტოტზე 2 ასევე 10 მეტრიანი იდენტური სტრინგით)
  •  წიწვების და გირლანდების გადატანა ახლად დამზადებულ ტოტებზე, 300 ცალი სტრინგი ზომით: 10 მეტრი;
  •  ახალი ტოტებისთვის სამაგრების დამზადება;
  •  რკინის კონსტრუქციების მუქ მწვანე ფრად შეღებვა;
  • ასევე, ხელშეკრულების საგანია 70-ნათურიანი, 21 მეტრი სიგრძის გირლანდა.

ახალი ნაძვის ხე თბილისის მერიამ გასულ წელს კომპანია Idolight-ისგან 304 000 ევროდ შეიძინა, რაც მაშინ 995 800 ლარი იყო.