თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს

თბილისის მერიასთან აქტივისტებმა, “ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის” წარმომადგენლები და “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქცია-პერფორმანსს მართავენ, მათ თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ და ეუბნებიან, რომ ქვეყანაში მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში უწევს ცხოვრება როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ისინი სწრაფ რეაგირებას მოითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, რომელიც აქციის მონაწილეებს შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლას სთხოვს.