თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატია ირაკლი აბესაძეც

თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი არის ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძეც. ასევე, მოადგილის პოსტს ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში დაიკავებს,  “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ლელოს დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე.

ისინი ნიკა მელიამ წარადგინა. ის ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატია.

ადგილობრივი არჩევნები 30 ოქტომბერს ჩატარდება.