თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, აღკვეთის ღონისძიებისთვის დაკავებული ისნის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებს ჰყავდათ მიყვანილი.

სხვა დეტალები უცნობია.