ხვალ, 8 ივნისს თბილისის 40-მდე ქუჩას ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ქარელის, ანდღულაძის, ტუსკიას, ტეხურის, ბაკურციხის, პანკისის და ნატახტრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, პეტრიწის, აკაკი გელოვანის, ხახულის, ძმები კარბელაშვილების, აკაკი ბაქრაძის, სიხარულის, მაღლაკელიძის და პიმენ ყურაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ქავთარაძის, შავიშვილის და მამასახლისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ოთხი ათასი მესხის და როსტევანის ქუჩიებს მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ანგია ბოჭორიშვილის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოესის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კასპის, წინანდლის, ნოსირის, ავლიპ ზურაბაშვილის, უბილავას და კობარეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ თელასში.