თბილისობა აღარ ჩატარდება, გამოყოფილი თანხა დახმარების ფონდში გადაირიცხება – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, თბილისობა აღარ ჩატარდება ხოლო გამოყოფილი თანხა მთლიანად გადაირიცხება დახმარების ფონში.

“ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი. დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით.ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში”, – აღნიშნულია მერის განცხადებაში.

13:15 საათისთვის : შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი. ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალბატონი, რომელსაც კლინიკაში გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეორე გადარჩენილი მამაკაცი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის. ამ ეტაპზე დასტურდება 8 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც 3 ბავშვია. 

სამაშველო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. მაშველებმა  ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან გადაარჩინეს წლის და 3 თვის ბავშვი.

შსს-მ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ხელისუფლებამ, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობა გააუქმა.