თბილისში ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

მარჯანიშვილზე, კვების ობიექტ Greek Point-ში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 21 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად ადგილზევე დაიღუპა. ის ამ კვების ობიექტის  თანამშრომელი იყო.

გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში გადაასვვენეს. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.