თბილისში მეხი ჩამოვარდა (ვიდეო)

დაახლოებით 1 საათის წინ თბილისში, სანზონაში, მეხი ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, მეხი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სხვენს დაეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.