თბილისში მწერებით დაბინძურებულ პროდუქტს ყიდდნენ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა შპს ალიბაბა, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში დიდი ოდენობით ვადაგასულ, მწერებით დაბინძურებულ და არაეტიკეტირებული 36 სახეობის პროდუქტს (ტკბილეულს, ჩაის, ყავას, თაფლს, სუნელებს) ინახავდა.

სეს-ის ცნობით, შპს ალიბაბა პროდუქციის რეალიზაციას თბილისში, ამავე დასახელების მაღაზიაში ახდენდა.

სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სამსახურმა ობიექტზე ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და  ეტიკეტირების წესის დარღვევით პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები -ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ვადაგასული სურსათი დაილუქა და ბიზნესოპერატორს დაევალა მისი ამოღება/განადგურება. დამატებითი მოკვლევის მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა”, – ნათქვამია განცხადებაში.