თბილისში, რუსული სამხედრო ძალების სანომრე ნიშნით, ავტომანქანა გადაადგილდება – “მოძრაობა საქართველოსთვის”

თბილისში რუსული სამხედრო ძალების სანომრე ნიშნიანი ავტომობილი გადაადგილდება. ამის შესახებ ინფორმაციას, “მოძრაობა საქართველოსთვის” ავრცელებენ. მათი თქმით, ფოტო დღეს, 3 აგვისტოსაა გადაღებული საბურთალოზე ყაზბეგის ქუჩაზე. ამ ფაქტის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინა. სამართალდამცავების განცხადებით, მათ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურს გადასცეს.