თბილისში ტაილანდის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალი მოკლეს

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მასაჟის ცენტრში ტაილანდის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. დაჭრილია ადგილზე მომუშავე კიდევ ერთი ქალი.

მასაჟის ცენტრში ყვებიან, რომ ქალმა მამაკაცს სავარაუდოდ გარკვეულ მომსახურებაზე უარი განუცხადა, რის შემდეგაც ის ცივი იარაღით მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, ტაილანდელი ახალგაზრდა ქალი საქართველოში ორი კვირის წინ ჩამოვიდა და აქ მასაჟისტად მუშაობას აპირებდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.