თბილისში უფრო მეტად ხდება რეკომენდაციების დაცვა – ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისში უფრო მეტად ხდება რეკომენდაციების დაცვა.

„სავარაუდოდ ასეა, გუშინდელთან შედარებით არის მომატებული, მაგრამ მაქსიმალური დატესტვა მიდის და ეს ამის შედეგია. ვფიქრობ, თბილისში უფრო მეტად ხდება რეკომენდაციების დაცვა, დაიჯერა ხალხმა, რომ მართლა არის კოვიდინფექცია. აუცილებელია რეგულაციების დაცვა, როგორც ვიცი, სკოლები მზად არიან იმისთვის, რომ მაქსიმალურდ შეძლონ რეგულაციების დაცვა, ვფიქრობ, არ უნდა იყოს სკოლებიდან ვირუსის მასობრივი გავრცელება“,-განაცხადა ენდელაძემ.