თბილისში, ჭავჭავაძეზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მაღაზია iPlus გაქურდეს. წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა. მაღაზიის წარმომადგენლის თქმით, ზარალი დაახლოებით 90 ათასი ლარია, თუმცა ის ზუსტდება.

მისივე თქმით, ქურდობის შესახებ კომენდანტის საათის დასრულებისთანავე შეიტყვეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.