თბილისში COVID-19-ით ინფიცირებული 7 თვის ორსული გარდაიცვალა, დაიღუპა ჩვილიც

ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 34 წლის ქალი გარდაიცვალა. ექიმის თქმით, მას სასწრაფო საკეისრო ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა ვერც ჩვილის გადარჩენა მოხერხდა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტს არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა.

“34 წლის ქალბატონმა, რომელიც იყო 29-30-ე კვირის ორსული, მომართა ჩვენს კლინიკას. დაუდგინდა კორონავირუსის ინფექცია. აქტიური სტატუსი ჰქონდა. ძირითადი პრობლემა რატომაც ის ჩვენთან მოვიდა, იყო სუნთქვის უკმარისობა. 22 რიცხვში აღმოჩნდა, რომ ქალბატონს გაუუარესდა ფიზიკური მდგომარეობა, სუნთქვის უკმარისობა და საჭირო გახდა რეანიმაციული გუნდის ჩართვა. საქმეში შემოვიდა დიალიზი, თირკმლის უკმარისობა გამოიხატა და პაციენტს ჩაერთო თირკმლის ჩანცვლებითი თერაპია. კორონავირუსის მძიმე ინფექციის გამო საბოლოო ჯამში მივიღეთ ლეტალური ეფექტი.

მოხდა სასწრაფო საკეისრო ოპერაციის გაკეთება, იმიტომ რომ ნაყოფის მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი, ის გადავიდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მასაც ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა და აქედან გამომდინარე…”,– აცხადებს ექიმი.