თეა წულუკიანი გადადგება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს.

მან მინისიტრობის რვაწლიანი ანგარიშის წარადგენისას თქვა, რომ 2 დღეში საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, ამიტომ, კანონის თანახმად თანამდებობის დატოვება მოუწევს.

“ვიდრე მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი რვაწლიანი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროში”.- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ის ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია. წულუკიანი ერთადერთი მინისტრია, რომელსაც ქართული ოცნების მმართველობის პირობებში მინისტრის პოსტი არ დაუტოვებია, მიუხედავად იმისა, რომ მის გადადგომას სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია მრავალჯერ ითხოვდა.