თეა წულუკიანი შესაძლოა პრემიერ-მინისტრი გახდეს – IPN

ინტერპრესნიუსის ინფრომაციით, ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომერი, თეა წულუკიანი შესაძლოა პრემიერ-მინისტრი გახდეს.

IPN–ის ინფორმაციით, ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ წულუკიანის კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა ასევე საუბარია მის პრემიერ-მინისტრად წარდგენაზე. წულუკიანთან მიმართებაში იხილება მისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის შეთავაზების საკითხიც.

წულუკიანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა როგორც „ქართულ ოცნებაში“ კულუარულად აცხადებენ, „საკითხი – წულუკიანი დარჩება პარლამენტში თუ გადავა მთავრობაში, 50/50-ზეა“.