თებერვალში ვაქცინის გარკვეულ მოცულობას ველოდებით – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოში თებერვლის თვეში ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ელოდებიან.

“დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თებერვლის თვეში ველოდებით საქართველოსთვის კოვაქს პლატფორმიდან ვაქცინის გარკვეულ მოცულობას, რომელიც შესაბამისად იქნება გადანაწილებული იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება არის ყველაზე მეტად რისკის შემცველი”,– თქვა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველო კოვაქს პლატფორმის წევრია, რომელიც ვაქცინის გადმოცემას უზრუნველყოფს. ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველო მხოლოდ იმ ვაქცინას მიიღებს, რომელასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გამოყენებისთვის დაამტკიცებს.