თეთნულდიდან 2 მთამსვლელი გამოიყვანეს, დარჩენილი 4-დან ერთი ნაპრალშია გადავარდნილი

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი  6 ტურისტიდან 2 თეთნულდიდან მესტიაში გადაიყვანეს. უცხოელი ტურისტი, რომლებიც დაშავებულები არიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავებულ მთასვლელთა ინფორმაციით, მათი ჯგუფიდან სამი წევრი დამოუკიდებლად გადაადგილდება, მეოთხე ადამიანი კი ნაპრალშია გადავარდნილი.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება.