თეთრი სახლი უკრაინელი სამხედროების წვრთნების გაფართოებას გეგმავს – CNN

თეთრი სახლი გეგმავს  უკრაინიელი სამხედროების  წვრთნების გააფართოვოს  გერმანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე.

CNN ინფორმირებულ წყაროზე დაურდნობით ამბობს, რომ  საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების 2500 მებრძოლის წვრთნაზე ყოველთვიურად. თუ გადაწყვეტილება დამტკიცდება, გაიზრდება არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა, რომლებიც  წვრთნას გადიან, არამედ გაფართოვდება მათი მომზადების ფორმები. უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს ასწავლიან უფრო რთულ ტაქტიკურ საბრძოლო ტექნიკას, მათ შორის ქვეითი და საარტილერიო მანევრების კოორდინაციას.