თელავში ექიმს COVID-19 დაუდასტურდა

თელავში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიკოსი ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობს და მას COVID-19 გეგმიური შემოწმების დროს აღმოაჩნდა.

ინფიცირებულს ამ ეტაპზე ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს. მედიკოსს განმეორებითი ტესტირება უკვე ჩაუტარეს და პასუხი, სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი, მანამდე კი სპეციალისტები მასთან კონტაქტში მყოფ პირებს იკვლევენ.