თელავში 27 წლის კაცმა მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

თელავში 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა გაიგეს. მათი თქმით, ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. შემთხვევა გოშაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია

როგორც შსს-ში აცხადებენ, გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი. დამნაშავის დაკავების მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

უწყების ინფორმაციით, ქალაქ თელავში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მინდინარეობს ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი).