თერჯოლის მერი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა

თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ლაშა გოგიაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა.

არსებული ინფორმაციით, მერის მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა.

ლაშა გოგიაშვილი ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

„ქართული ოცნების“ წევრი, 42 წლის ლაშა გოგოიაშვილი, თერჯოლის მერის თანამდებობაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორედ აირჩიეს. პირველი ვადით ამ პოსტზე მას მხოლოდ 1 წელი მოუწია ყოფნა, რადგან 2020 წლის ოქტომბერში, ის რიგგარეშე არჩევნების შედეგად გახდა მერი.