“თვალთხარია”, “მონა” – გახარია პარლამენტში სირცხვილის კორიდორის გავლით შევიდა

“გავრილოვის მონა”, “გახარია– თვალთხარია” – ამ შეძახილებით და სირცხვილის დერეფნით აცილებენ პრემიერმინისტრ გახარიას აქციის მონაწილეები პარლამენტში.

დეპუტატები დღეს ქართული ოცნების სხდომაზე პრემიერმინისტრობს კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენენ.

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შესასვლელებთან არიან შეკრებილები – დეპუტატებს – სსრკ-ის ჰიმნისა და შეძახილ “მონას” ფონზე უწევთ შესვლა.

აქციის წევრები 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ქართული ოცნების პარლამენტს და მათ მიერ დამტკიცებულ მთავრობას ლეგიტიმაცია არ აქვს.

“მაშინ, როცა პარლამენტის ლეგიტიმაცია არის 0-ის ტოლი, ისინი ცდილობენ, დაამტკიცონ მთავრობა, რომლის ლეგიტიმაციაც ასევე 0-ის ტოლია. დეპუტატები უბრალოდ ერთობიან და აგროვებენ ბიუჯეტის ვირთხების ახალ პლეადას”, – თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.