თვეში ადამიანს მინიმუმ 178 ლარი სჭირდება – საქსტატის მონაცემები

საქსტატი საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის მარტში, საშუალო მომხმარებლის არსებობისთბის საჭირო მონიმალური თანხა 178.1 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხა 4.5 ლარით ნაკლებია 2020 წლის მარტის მონაცემებთან შედარებით. კვლევაში,ასევე, აღნიშნულია, რომ მარტში “შრომისუნარიანი მამაკაცის” საარსებო მინიმუმი 5,1 ლარით, 201 ლარამდე შემცირდა.

მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 151 ათასი ოჯახი დახმარებას იღებს. მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობამ 541 764 შეადგინა რაც ქვეყნის მოსახლეობის 14,5%-ია.