საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პანდემიის გამო მთავრობას დასახმარებლად 250 000-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან, 170 000-მა პირმა ერთჯერადი 300 ლარი მიიღო , მათ მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად წარადგინეს, თუმცა დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა 80 ათასმა თვითდასაქმებულმა.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, დარჩენილ 80 000-ს მოქალაქეს, რომლებმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა და წარმოადგინა დოკუმენტაცია, დაერიცხოს ეს სამასი ლარი. ამით თვითდასაქმებულთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება” – თქვა პრემიერმა და აღნიშნა, რომ 80 000 მოქალაქე დახმარებას სექტებრამდე მიიღებს.