თითქმის ნახევარი დადებითი შემთხვევებიდან დელტა შტამია უკვე – გამყრელიძე

ლუგარში დადებითი შემთხვევებიდან თითქმის ნახევარი უკვე არის დელტა შტამი – კორონავირუსის გავრცელების შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

“დელტა შტამზე ჩვენ შეფასებითი მაჩვენებლებით ვსაუბრობთ, 30დან  40%-მდეა, მაგრამ ძალიან ხშირია. იგივე ლუგარში დადებითი შემთხვევებიდან თითქმის ნახევარი უკვე არის დელტა, თუმცა მხოლოდ ლუგარით ვერ ვიმსჯელებთ.”- განაცხადა გამყრელიძემ.