“ვუყურე… ძალიან გავბრაზდი… თითქმის შემეცოდა… ბევრი სხვისგან, იქნებ ყველასგან კი, მაგრამ მისგან ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას …

ხვალ/ზეგ ჩემი ქვეყნის მთავრობის სხდომა უნდა ჩაატაროს… თითქოს არც არაფერი, მაგრამ მაინც”

ასე ეხმიანება ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესს, რომელზეც მან თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტი არასდროს ყოფილა. მისივე განცხადებით, მოქმედ პრემიერს არ აქვს არც ფინანსური და არც იურიდიული განათლება.