თინა ბოკუჩავა განმარტავს, რატომ არ დათანხმდა ფოთის მერობის კანდიდატობას

ფოტო: რადიო თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ადასტურებს, რომ მას პარტიაში სთავაზობდნენ ფოთის მერობის კანდიდატობას, თუმცა არ დათანხმდა.

“დიახ, ამგვარი შემოთავაზება ნამდვილად იყო პარტიის მხრიდან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მე ბმა არ მაქვს საქართველოს ამ ისტორიულ ქალაქთან, ჩავთვალე, რომ არ იქნებოდა გონივრული ჩემი მხრიდან, რომ ამ შემოთავაზებას დავთანხმდებოდი. ყველა საკუთარ მოტივაციას თავად წარადგენს, გიგი უგულავა გამოცდილი პოლიტიკოსია და მას ნამდვილად არ გაუჭირდება გადაწყვეტილებების ახსნა”,– თქვა მან ტვ პირველის ეთერში.

ცნობისთვის, ფოთის მერობისთვის გიგი უგულავა იბრძოლებს. მას ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიციის ნაწილი უჭერს მხარს.