თირკმლის გადანერგვისას გამოვლენილი საიდუმლო: აშშ-ში მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ საკუთარ დაზე იყო დაქორწინებული

ნამდვილი დრამა დატრიალდა აშშ–ში, რომლის მთავარი გმირი  სოციალური ქსელისა და Reddit ფორუმის ერთ-ერთ მომხმარებელია. ამერიკელმა მამაკაცმა დაწერა, რომ   ცოტა ხნის წინ შეიტყო ცოლთან სისხლით ნათესაობის შესახებ, როდესაც დათანხმდა გამხდარიყო მისი დონორი თირკმლის გადანერგვისთვის. ამის შესახებ გამოცემა Mirror იტყობინება.

მამაკაცი დედამ დაბადებისთანავე გააშვილა. პროცედურა დაიხურა, ამიტომ ბიოლოგიური მშობლების შესახებ არაფერი იცოდა.

8 წლის წინ ის მომავალ მეუღლეს სხვა შტატში მივლინების დროს შეხვდა, ორი წლის შემდეგ კი წყვილი დაქორწინდა. ახალგაზრდა ოჯახში ორი შვილი დაიბადა, თუმცა მეორე შვილის გაჩენის შემდეგ დედას თირკმელების პრობლემები შეექმნა და გადანერგვა დასჭირდა.

“ჩემი ცოლი ჩვენი შვილის გაჩენისთანავე ავად გახდა და ახლა თირკმლის გადანერგვა სჭირდება. მისი ახლობლები შევამოწმეთ და არცერთი არ იყო შესაფერისი დონორი”, – ყვება მამაკაცი ამბავს  ფორუმზე.

ის დათანხმდა, რომ  სრული გამოკვლევა გაეკეთებინა, რათა დადგენილიყო, გამოდგებოდა თუ არა ის ცოლის დონორად. რამდენიმე დღის შემდეგ კი მას ექიმი დაუკავშირდა.

„ ექიმმა მითხრა რაღაც დამატებითი ტესტირების აუცილებლობაზე HLA-ზე (ადამიანის ლეიკოციტების ანტიგენის) ტესტის შედეგების გარკვეული ინფორმაციის გამო. მე ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი და დავთანხმდი“, – აგრძელებს ის თავის ისტორიას.

დამატებითმა ტესტებმა აჩვენა, რომ მას და მის მეუღლეს ჰქონდათ “დამთხვევების  არანორმალურად მაღალი პროცენტი”. მამაკაცმა აღიარა, რომ შოკირებული და დაბნეული იყო.

“ჩვენ და–ძმა ვართ – არა, არ ვხუმრობ. არ ვიცი, რა გავაკეთო… ის ჩემი ცოლი და ჩვენი შვილების დედაა”, – წერს ტესტის შედეგებით გაოგნებული მამაკაცი.

Reddit-ის მომხმარებლები ცდილობდნენ მისთვის მხარდაჭერის სიტყვები ეპოვათ. ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ წყვილს შვილები ჰყავს და ისინი, სავარაუდოდ, ჯანმრთელები არიან, რადგან ავტორს თავის მონათხრობში არ უხსენებია რაიმე პათოლოგიისა და ანომალიის შემთხვევა. მეორემ დაამატა: “თქვენ უკვე დაქორწინებული ხართ და გყავთ შვილები – ამას უკან ვერ დააბრუნებთ, ასე რომ, მე ვერ ვხედავ დიდ აზრს თქვენი სამყაროს დანგრევაში”.

მამაკაცს ურჩიეს, რომ ოჯახური ბედნიერება შეინარჩუნოს,  თირკმელი აჩუქოს თავის და-ცოლს და „განაგრძოს შვილების შესანიშნავი მშობლობა“.