თურმე ენმ-მ ჩააწერინა კონგრესმენებს სიტყვა, ყოვლისშემძლე ვართ, გეშინოდეთ- გოცირიძე მთავრობას

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე კონგრესმენების ანგარიშზე ხელისუფლების გამოხმაურებებს პასუხობს და ამბობ, რომ თურმე ნაციონალური მოძრაობა ყოვლისშემძლეა და კონგრესმენებს ანგარიშში სიტყვებს აწერინებს.

“„მორიგი სისულელე თქვეს, თურმე „ნაციონალურმა მოძრაობამ” კონგრესმენებს განცხადებაში რაღაც ერთი სიტყვა ჩააწერინა. „ნაციონალური მოძრაობა” ყოვლისშემძლეა და სწორადაც ეშინიათ. „ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანებული ოპოზიცია შეცვლის „ქართულ ოცნებას” და ოქტომბერში იქნება ახალი კოალიციური ხელისუფლება. ეშინიათ და ზუსტად ამიტომ არის”,- ამბობს გოცირიძე.

მისი განცხადებით, კონგრესმენების ეს განცხადება, ნიშნავს, რომ მორჩა საქართველოში რუსეთის ხელისუფლება და ამას არჩევნებზე ზემოქმედების ეფექტი ექნება.

“საფრანგეთში თუკი რაიმე ხდებოდა, ასეთი გამოთქმა იყო – ეს ვოლტერის ბრალია, ეს კი რუსოსი. ტალახში რომ ჩავარდეს ვინმე, ეს ან ვოლტერის ბრალია, ან რუსოსი. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ, „ქართული ოცნება” იტყვის, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის” ბრალია, რადგან მათ ყველგან აქვთ კავშირები: კონგრესში, სენატში, ევროკავშირში, ამერიკის მთავრობაში. თურმე, ჩვენ ვართ ძლევამოსული პარტია და გეშინოდეთ, სწორია! ეს განცხადება გაკეთებულია რუსული ოლოგარქიული ხელისუფლების გათავისუფლებისთვის,“ – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, კონგრესმენების ანგარიშს, რომელშიც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა, ხელისუფლებაში პასუხობენ, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის ლობისტებმა ჩააწერინებს კონგრესმენებს.

უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილზე წინადადება ნაციონალური მოძრაობის ლობისტებმა ჩასვეს. 

თეა წულუკიანის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ლობისტების მეშვეობით 2012 წლის ივლისის რიტორიკის დაბრუნებას ცდილობს, რომ ქართული ოცნება და ივანიშვილი პუტინის აგენტები არიან.