თურნავას თქმით, აშშ-დან საქართველოში სატვირთო ფრენები შესრულდება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, აშშ-დან საქართველოში სატვირთო ფრენები შესრულდება.როგორც თურნავა ამბობს ავიაკომპანია Silk Way West Airlines ჩიკაგო – თბილისი – ბაქოს მიმართულებით სატვირთო რეისების შესრულებას 10 აგვისტოდან იწყებს.

„მნიშვნელოვანია, რომ აშშ-დან თუნდაც სატვირთო ფრენები საქართველოში შესრულდება. ეს ძალიან პოზიტიური ფაქტია ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან სატვირთო გადაზიდვები, მათ შორის, საავიაციო გადაზიდვები იმატებს. 2020 – 2021 წლებში ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან კარგი დინამიკა გვქონდა”, – განაცხადა მინისტრმა.

ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის პრაქტიკაში მიღებული ე.წ. „ჰაერის მეხუთე თავისუფლების” გამოყენებით შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან წამოღებული ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, ხოლო შემდეგ კი – ბაქოში. შესაბამისად, ავიაგადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება.