თურნავა: პანდემიის მიუხედავად საქართველო კვლავაც მიმზიდველია ინვესტიციებისთვის

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის კვლავ მიმზიდველია.

“პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად, რომელთაც მთავრობა განუხრელად ატარებს, საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის. სწორედ რეფორმების გამო, საქართველოს სამართლებრივი, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო დადებითად არის შეფასებული ავტორიტეტულ რეიტინგებსა და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ანგარიშებში”,- ამბობს თურნავა.

მისივე განცხადებით, სავალუტო ფონდის პროგნოზით 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა 3.5 პროცენტით, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში 5.1 პროცენტით გაიზრდება.