თურქეთიდან იმპორტი შეწყდა-სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოს რეგიონების და დედაქალაქის ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს განმარტავს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რატომ შეუწყდა 16 მარტის საღამოს თბილისისა და საქართველოს რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება.

“საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა ხორციელდება.