თურქეთი, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას – ერდოღანი ალიევს მხარდაჭერას უცხადებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა და ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ინფორმაციას ალიევის პრესსამსახური ავრცელებს.

“ერდოღანმა დაურეკა ალიევს და მიუსამძიმრა აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების დაღუპვის გამო, რაც შეხების ხაზზე სომხეთის სამხედრო პროვოკაციის შედეგად მოხდა. ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას”, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომხეთის მიერ დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებს შორის. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.