თურქეთში რუსი ტურისტების ავტობუსი ამოყირავდა

თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამოყირავდა. შემთხვევის შედეგად,  26 ადამიანი დაშავდა 1 კი გარდაიცვალა. ავტობუსი რომელიც კაბადოკიის მიმართულებით მიდიოდა, სავარაუდოდ მოყინულ გზაზე მოცურდა. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკაში არიან გადაყვანილები.