”თუ არ გინდათ ომი, ეს არ იქნება! ნუ მოახდენთ ჩვენს პროვოცირებას” – ბელარუსი სამხედროები უკრაინელებს “აფრთხილებენ”

“ნუ მოახდენთ ჩვენს პროვოცირებას”  – ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ სამხედროების ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიმართავენ.

“ჩვენი პასუხი ჩვენს კოლეგებს სამხედრო ძალებში. თქვენი შეიარაღებული ძალები ავრცელებენ პათეტიკურ ვიდეოებს, რომელშიც ბელარუსელებს მიმართავენ. თქვენ ცდილობთ, რაღაცაში დაგვადანაშაულოთ, ხანდახან დაგვაშინოთ კიდეც. მაგრამ თქვენ და ჩვენ სამხედროები ვართ და ჩვენ გვესმის, რომ დაშინება სუსტების საზღვარია. რაც თქვენ ახსენეთ ცუდი არ არის – ის, რომ ჩვენ მოძმე ერი ვართ პოზიტიური სიგნალია….

თუ არ გინდათ ომი, ეს არ იქნება! ნუ მოახდენთ ჩვენს პროვოცირებას, ნუ ეცდებით ჩვენს დაშინებას, ნუ მოახდენთ ჩვენზე ზეწოლას და ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ. ჩვენ არ გვინდა ომი და ჩვენ არ ვემუქრებით არავის, მაგრამ ჩვენ შეყოვნების გარეშე ვუპასუხებთ გამოწვევებს და პროვოკაციებს”, – ნათქვამია, ბელარუსელი სამხედროების მიერ გავრცელებულ ვიდეოში.