თუ ბარიერი არ შემცირდა, 2 პარტია იქნება და მივიღებთ ზიზღის პინგ-პონგს – ელისაშვილი

“თუ ბარიერი არ შემცირდა, 2 პარტია იქნება და მივიღებთ ზიზღის პინგ-პონგს “- ასე ეხმაურება, “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი,  საკონსტიტუციო ცვლილებებზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, 2024 წელს ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით.

”ძალიან ცუდი იქნება თუ სიტყვას გატეხავს “ქართული ოცნება”, შეთანხმებას დაარღვევსო ვეღარ ვიტყვით, რადგან შეთანხმება აღარ არსებობს, შარლ მიშელის შეთანხმება კი არა ფრაქციასაც არ ჰქვია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი. ერთია, რომ სიტყვის გატეხა წესად მკვიდრდება ქართულ პოლიტიკაში. მეორე მხრივ, ჩვენ ერთი მოსმენით მიღებული გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც წერია 2 პროცენტი ბარიერი, ეს დაბალი ბარიერი და ის რომ ყოველ არჩევნებზე გავრცელდეს, საჭიროა იმისთვის, რომ მრავალპარტიული დემოკრატია მივიღოთ და ეს პოლარიზაცია შემცირდეს. მაღალი ბარიერი ნიშნავს, რომ სულ ორი პარტია იქნება და მივიღებთ იმ “ბასტი ბუბუს” და ზიზღის პინგ – პონგს, რაც გვაქვს ახლა – „არა შენი 9 წელი, არა შენი”,- განაცხადა ელისაშვილმა.