თუ გამოიჩენთ ზრდილობას, შეიძლება დაგიშვათ მთავრობის სხდომაზე – რიჟვაძე ჟურნალისტს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მედიის წარმომადგენლებს ცინიკურად მიმართავს და აცხადებს, რომ სხდომაზე დასასწრებად ჟურნალისტებმა ზრდილობა უნდა გამოიჩინონ.

TV25-ის ჟურნალისტმა რიჟვაძეს ჰკითხა, თუ რატომ არ იწვევენ მთავრობის სხდომაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, რაზეც მან უპასუხა:

“თუ კარგად მოიქცევით და ზრდილობას გამოიჩენთ, მომავალში შეიძლება დაგიშვათ”