თუ გარანტიები არ შესრულდება, უკრაინას ექნება უფლება დაიჯეროს, ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს – ზელენსკი

”თუ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიები არ შესრულდება, უკრაინას ექნება სრული უფლება დაიჯეროს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს. კითხვის ქვეშ დადგება 1994 წლის გადაწყვეტილებები.” -ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა,ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

”მინდა მჯეროდეს, რომ NATO-ს წესდების მე-5 მუხლი უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ბუდაპეშტის მემორანდუმი. უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად ჩვენ უარი ვთქვით მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვულ პოტენციალზე. ახლა ჩვენ არც იარაღი გვაქვს და არც უსაფრთხოება. ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, რომლებიც დიდია შვეიცარიაზე, ნიდერლანდებსა და ბელგიაზე.

ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოების გარანტიებზე გადასვლა. 2014 წლის შემდეგ უკრაინამ სამჯერ სცადა კონსულტაცია ბუდაპეშტის მემორანდუმის გარანტორ ქვეყნებთან. სამჯერ, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ. დღეს ამის მეოთხე მცდელობა იქნება. როგორც პრეზიდენტი, ვიწყებ კონსულტაციებს ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში. საგარეო საქმეთა მინისტრს დაევალა გარანტორი ქვეყნების მოწვევა. თუ ამის შედეგად ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიები არ შესრულდება, უკრაინას ექნება სრული უფლება დაიჯეროს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს. კითხვის ქვეშ დადგება 1994 წლის გადაწყვეტილებები.” – განაცხადა ზელენსკიმ.