თუ დეოკუპაცია, ათიათასობით სიცოცხლე დაგვიჯდება, იარაღს დაველოდებით – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიები ცოცხალი უკრაინელების გარეშე მათი პრიორიტეტი არ არის, ამიტომ თუ უკრაინას დეოკუპაცია ათიათასობით სიცოცხლე დაუჯდება, მაშინ იარაღს დაელოდებიან. ზელენკის კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს. 

  • ”თუ ჩვენი ესა თუ ის ნაბიჯი, რეგიონის დეოკუპაციასთან დაკავშირებული ჩვენი ოპერაციები, ასოცირებული იქნება ათიათასობით ჩვენი ხალხის მოკვლასთან, მაშინ დაველოდებით შესაბამის იარაღებს, რათა რამდენადაც შეგვიძლია, ჩვენი ხალხი გადავარჩინოთ  იმიტომ, რომ ტერიტორიები ცოცხალი უკრაინელების გარეშე, ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის”-განაცხადა ზელენსკიმ.