“არ არსებობს ძალა რაც მაიძულებს ჩემი ქვეყანა ვლანძღო და ვაძაგო, ან აქ ჩამოსვლის მსურველს ვუთხრა, რომ საშინელი ქვეყანაა; რომ ამ არაჩვეულებრივ ხალხში, მრავალფეროვან ბუნებასა და კუთხეებში მათ არ ელიან ან მტრულად განწყობილები ხვდებიან.

მაშინაც კი, როცა ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა წინა რეჟიმმა ჩემს ოჯახს, არ გამჩენია სურვილი ქვეყანა დამეტოვებინა ან ჩემს ხალხზე საშინელებები მეფიქრა.

ჩვენ მშვენიერი ქვეყანა გვაქვს, ადამიანებიც არაჩვეულებრივი და კარგები , ნიჭიერი და თავისუფლების მოსურნე , და თუ ერთეული ცუდი გამოგვერევა ნუ განვაზოგადებთ ამას მთელს ერზე.
ჩვენი სამშობლო უნიკალურია და სხვისას მირჩევნია!”

წერს ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ავსტრალიელი ქალის სავარაუდო მკვლელობის შემდეგ.