თუ ეროვნულ გამოცდებზე ნიღაბი სავალდებულოა, კონდიციონერის გამორთვის აუცილებლობას ვერ ვხედავ – კულუმბეგოვი

“თუ ეროვნულ გამოცდებზე ნიღაბი სავალდებულოა, კონდიციონერის გამორთვის აუცილებლობას ვერ ვხედავ”- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვი მთავარ არხის ეთერში ისაუბრა.

“თუ ნიღაბი სავალდებულო უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვირუსის გარეთ გავრცელება, რომელმაც პოტენციურად აეროზოლიზაცია განიცადოს, დარჩეს და მერე ჰაერის ნაკადმა 10 მეტრზე გადაიტანოს, მაშინ მინიმალურია. თუ ნიღაბია, კონდიციონერის გამორთვის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ. თუ უნიღბოდ უნდა იყოს, მაშინ უნდა გამოვრთოთ კონდიციონერი. პოტენციური რისკი იზრდება და უზრუნველვყოთ განიავების სხვა მეთოდები. ჩვენ არ გვაქვს იმ ტიპი კონდიციონერები, რომლებიც გარეთ გაიწობენ. მანდატორული ნიღაბი გვაცილებს თავიდან იმ რისკებს, რაც შეიძლება იყოს ჰაერის ნაკადით გამოწვეული ინფექციის არსებობა”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.