თუ ვაშაძესთან გავერთიანდი, ბნელ მხარეს ვდგავარ?! – თაკო ჩარკვიანი

“თუ ვაშაძესთან გავერთიანდი, ბნელ მხარეს ვდგავარ?! “- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის მიმართ პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა.

“არ იყო კარგი განცხადება. საქართველოში შავ-თეთრად არა, ფერადად აზროვნებს ხალხი. არის კიდევ ხალხი, რომელსაც პოლარიზებულ არჩევნებში მონაწილეობა არ სურთ. აქვთ კიდევ რაღაც სხვა პოზიცია. არ შეიძლება ეს მენშევიკურ-ბოლშევკური დამოკიდებულება. ეს არის რამაც წაგვაგებინა ჩვენ მეორე ტური. შეცდომა ხდება, განა ნიჭიერ ადამიანებს შეცდომა არ მოსდით?! შორს არის ის. მართლაც შეიძლება სამშობლოდან შორს რომ ხარ რაღაცეები შავ-თეთრად ჩანდეს და მე მესმის მისი მდგომარეობა. იმისტი და ამისტი ხომ უნდა დასრულდეს საქართველოში. რა შავ-თეთრი და რა ბოლშევიკი-მენშევიკი. მან არ გააკეთა პოლიტიკოსისთვის ღირსეული განცხადება. ანუ მე ახლა თუკი ვაშაძესთან გავერთიანდი, ბნელ მხარეს ვდგავარ?! უდიდესი შეურაცხყოფაა, რის უფლებასაც მე არც არავის მივცემ”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. „ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ ან უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაათრია, ვინ გადაათრია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.