თუ იმნაძე და გამყრელიძე უსაქმურად არ იქნებიან, შეძლებენ გახსნან ნებისმიერი სფერო – ბურჯანაძე

“თუ იმნაძე და გამყრელიძე უსაქმურად არ იქნებიან, შეძლებენ გახსნან ნებისმიერი სფერო”- რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ დღეს ორი მთავრობის პირობებში ვცხოვრობთ ერთ მხარეს ეკონომიკური გუნდი დგას, მეორე მხარს კი ეპიდემიოლოგები, კერძოდ კი პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე.

“მოლები, რომლებიც გაიხსნა 24 დეკემბერს 100 000 ადამიანი გაატარა დღეში და მილიონი ადამიანი გაატარა ოპერირების დროს. როდესაც დაიცვა ის რეგულაციები, რაც იქნა დაწესებული, სწორი ადმინისტრირების რეჟიმში, როცა ეპიდემიოლოგებმა შეძლეს ემუშავათ, ამაზე ეფიქრათ და სახლში უსაქმურად არ მჯდარიყვნენ ამირან გამყრელიძე და იმნაძე. როდესაც ეს შეძლეს მათ და მოუნდათ, ამ შემთხვევაში ადმინისტრირების ფარგლებში ეს მოხდა.

ასევე, თუ ისინი მოინდომებენ და უბრალლოდ უსაქმურად არ იქნებიან, ამ შემთხვევაშიც შეძლებენ გახსნან ნებისმიერი სფერო, ტრანსპორტი, ადამაინებს მიეცემათ გადაადგილების საშუალება, გახსნან მაგალითად ბოლომდე განადგურებული სამთო ტურისტული კურორტები, სამუშაო პროცესში უნდა გადავიდეთ. დაკეტილი ვითარების მართვა უმარტივესია”, – გქანაცხადა  შოთა ბურჯანაძე.