თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით, მასზეც გავრცელდება სამართლებრივი დევნა – კობახიძე

“თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით, მასზეც გავრცელდება სამართლებრივი დევნა”- განაცხადა  “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეზე ნიკა მელიაზე საუბრისას.

“ყველაფერს დაადგენს გამოძიება, მათ შორის მელიას შემთხვევაში, ვინ ვის მოერეოდა მაგაზე მე ვერ გავაკეთებ შეფასებას, რაც შეეხება გამოძიებას, ეს არის სამართალდამცველი ორგანოების პრეროგატივა. მათ შორის, შეგახსენებთ, რომ თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით მასზეც გავრცელდება ბუნებრივია სამართლებრივი დევნა და შეიძლება დადგეს შესაბამისი განაჩენი” – განაცხადა კობახიძემ.